მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

150 წლიანი ბრენდი საქართველოში - Konica Minolta Georgia

საერთაშორისო ბრენდი Konica Minolta, რომელიც გლობალურ ბაზარზე ოპერირებს 150 წელს ითვლის, კავკასიის რეგიონში 2019 წლიდან გამოჩნდა და თბილისში ბეჭდვის სრულიად ახლებური დანადგარების წარმოება დაიწყო. 20 თებერვალს კი რეგიონულ ბაზარს ეტიკეტების ბეჭდვის უნიკალური და თანამედროვე ტექნოლოგია წარუდგინა. Konica Minolta Georgia-ს გუნდი "AdWise ჯგუფთან" თანამშრომლობით ციფრული ბეჭდვის ახალ მანქანაზე მუშაობას დაახლოებით ორი თვის წინ შეუდგა. სპეციალისტებმა უნგრეთის, ჩეხეთისა და უკრაინის ინჟინერთა გუნდის მხარდაჭერით AccurioLabel 400 roll-to-roll ციფრული ბეჭდვის მანქანა და MGI JETvarnish 3D აამოქმედეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დანადგარი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია წარმოდგენილი, კავკასიის რეგიონისთვის კი პირველია, რომელიც "AdWise"-ის სტამბაში დაინსტალირდა.

სტუმრები:

რევაზ ჯამაგიძე - „კონიკა მინოლტა საქართველო“, გენერალური დირექტორი;

გიორგი გალუაშვილი - „კონიკა მინოლტა საქართველო“, სერვისისა და IPP მიმართულების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები