მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16 981 ინფიცირებულიდან 8 611 ბინაზე მკურნალობს

5fae32dfb0107
BM.GE
13.11.20 11:15
565
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 981.

მისივე ინფორმაციით, 4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 413 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8 611 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

„საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 447 პირი, მათ შორის, თბილისში - 358, აჭარაში-1 266, ხოლო იმერეთში - 39.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 14 575 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 709 პირი, აჭარაში - 17 568, იმერეთში - 4 629“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

13 ნოემბრის სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 73154
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 55511
მათ შორის გარდაცვლილი - 636
კარანტინის რეჟიმში - 2447
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4957
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3413
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები