მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16 ივნისიდან ჩინურ ავიაკომპანიებს აშშ-ში ფრენა ეკრძალებათ

5ed8ec505bbc7
ნათია თაქთაქიშვილი
04.06.20 17:46
1045
16 ივნისიდან ჩინურ ავიაკომპანიებს აშშ-ში ფრენა ეკრძალებათ- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვაშინგტონი ზეწოლას ახორციელებს პეკინზე, რომ ჩინეთში ფრენის უფლება მისცეს ამერიკის ავიაკომპანიებს, რაც პანდემიის პერიოდში შეწყვეტილია.

ამის შესახებ 3 ივნისს გამოაცხადა აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრომ და დასძინა, რომ ჩინეთმა დაარღვია ორ ქვეყანას შორის შეთანხმება, რომელიც ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს ეხება.

აშშ-ის ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა არ დააკმაყოფილა United Airlines-ისა და Delta Air Lines-ის მოთხოვნა, მიმდინარე თვეში განეახლებინა მათი რეისები ჩინეთში.

აშშ-ის ამ ავიაკომპანიებმა მიმდინარე წლის დამდეგს შეწყვიტეს ჩინეთში ფრენა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთიდან დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები