მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 289 პაციენტიდან 8573 ბინაზე მკურნალობს - მთავრობა

5faf821d2cd21
ინგა მურუსიძე
14.11.20 11:05
544
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289, მათგან 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 890, იმერეთში - 1 049.

ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, მძიმე პაციენტი არის 749, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 121, იმერეთში - 162, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, თბილისში - 168, აჭარაში - 88, იმერეთში - 30.

გარდა ამისა, 3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 282 - იმერეთში. 8 573 პირი მკურნალობს ბინაზე.

14 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 76658
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 58674
მათ შორის გარდაცვლილი - 669
კარანტინის რეჟიმში - 2425
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5355
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3361
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები