11:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა იქნება.
11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საჯარო-კერძო დიალოგი „პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი საკანონმდებლო რეგულირება“ გაიმართება.
ღონისძიება ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და გრანთ თორნთონის თანამშრომლობით იგეგმება. საჯარო-კერძო დიალოგში ჩართული იქნებიან წარმოამდგენლები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატიდან. შეხვედრაში მონაწილეობას 60-ზე მეტი დელეგატი მიიღებს, ბინზესის სხვადასხვა სექტორებიდან.