09:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
10:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ნავთობიმპორტიორი კომპანია "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებლის, ზაალ იაკობიძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: "საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება: ფასების კლება საერთაშორისო ბაზრებზე და ტენდენციის გავლენა საქართველოზე; ბენზინის იმპორტის განახლება რუსეთიდან; პროგნოზი ფასებთან დაკავშირებით; აზერბაიჯანის მიერ ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის წარმოების დაწყების და საქართველოსთვის შესაძლო მოწოდების საკითხი."
12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, ექსპერეტებთან და დისკუსია პარტია „ლელოს“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება. თემა: „ანაკლია - კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და ანაკლიის პორტი“.