საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2024 წლის იანვარ-ივლისის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 თვეში საბანკო სექტორმა წმინდა მოგების სახით 1.81 მილიარდი ლარი გამოიმუშავა.
17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზე იმყოფება, მათ შორის ყველაზე მსხვილ 9.3 მილიონიან ზარალზეა ვი-თი-ბი ბანკი რომელმაც ოპერირება საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ შეაჩერა და საკუთარი დეპოზიტებისა და საკრედიტო პორტფელები 2023 წლის მარტში გაასხვისა. 5.5 მილიონი ლარის ზარალზეა სილქ ბანკი, 2 მილიონი ლარის ზარალზეა ჰეშ ბანკი, 791 ათასი ლარის ზარალი განიცადა პეისერა საქართველომ, პეივბანკი კი 194 ათასი ლარის ზარალზე იყო.
2024 წლის იანვარ-ივლისის მდგომარეობით, ქართული ბანკების მოგების მაჩვენებლები ასეთია:
| # | კომერციული ბანკი | მოგება ლარებში |
| 1 | საქართველოს ბანკი | 920,991,000 |
| 2 | თი–ბი–სი ბანკი | 682,891,000 |
| 3 | ლიბერთი ბანკი | 65,683,000 |
| 4 | ბაზის ბანკი | 42,015,000 |
| 5 | კრედო ბანკი | 31,363,000 |
| 6 | ქართუ ბანკი | 22,159,000 |
| 7 | პროკრედიტ ბანკი | 20,699,000 |
| 8 | ტერა ბანკი | 18,479,000 |
| 9 | ხალიკ ბანკი | 11,213,000 |
| 10 | იშ ბანკ | 9,093,000 |
| 11 | პაშაბანკი | 4,457,000 |
| 12 | ზირაათ ბანკი | 3,453,000 |
| 13 | პეივბანკი | -194,000 |
| 14 | პეისერა | -791,000 |
| 15 | ჰეშბანკი | -2,074,000 |
| 16 | სილქ ბანკი | -5,519,000 |
| 17 | ვი–თი–ბი ბანკი | -9,327,000 |




























