მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკებმა 11 თვეში 2.85 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს - 13 ბანკი მოგებაზეა, 4 ზარალზე

ბანკები

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2.85 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 321 მილიონი ლარით, ანუ 12.7%-ით მეტია.

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, წმინდა მოგების მხრივ პირველ ადგილზეა "საქართველოს ბანკი", რომელმაც 2024 წლის 11 თვეში 1.4 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, მეორე პოზიციას 1.08 მილიარდი ლარით "თიბისი" იკავებს, მესამეზე კი "ლიბერთია" 102 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით.

სტატისტიკის თანახმად, 4 კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 11 მილიონი ლარის ზარალი განიცადა "სილქ ბანკმა", ასევე ზარალზე არიან "ჰეშ ბანკი" 4 მილიონი ლარი, "პეისერა" 1 მილიონი ლარით და "პეივბანკი" 1 მილიონი ლარით.

ქართული ბანკების საქმიანობის ფინანსური შედეგები 2024 წლის 11 თვეში:

# ბანკი მოგება 2024 წლის 11 თვეში
1 საქართველოს ბანკი 1,399 მილიონი ლარი;
2 თი–ბი–სი ბანკი 1,079 მილიონი ლარი;
3 ლიბერთი ბანკი 102 მილიონი ლარი;
4 ბაზისბანკი 72 მილიონი ლარი;
5 კრედო ბანკი 58 მილიონი ლარი;
6 ქართუ ბანკი 42 მილიონი ლარი;
7 პროკრედიტ ბანკი 30 მილიონი ლარი;
8 ტერა ბანკი 29 მილიონი ლარი;
9 ხალიკ ბანკი 18 მილიონი ლარი;
10 იშ ბანკ 13 მილიონი ლარი;
11 ვი–თი–ბი ბანკი 11 მილიონი ლარი;
12 პაშაბანკი 8 მილიონი ლარი;
13 ზირაათ ბანკი 5 მილიონი ლარი;
14 პეივბანკი -1 მილიონი ლარი;
15 პეისერა -1 მილიონი ლარი;
16 ჰეშბანკი -4 მილიონი ლარი;
17 სილქ ბანკი -11 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები