"მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვს ავიაკომპანია „Qatar Airways”-ის დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დღეს, 12 ივლისს გაიცა. ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება:
• 17 ივლისი, დოჰა - თბილისი (გამოფრენა 20:10, მოფრენა 18 ივლისი, 00:15);
• 18 ივლისი, თბილისი - დოჰა (გაფრენა 03:15)
აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.
სხვა მიმართულებებზე ჩარტერული რეისის დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი,"- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ საზღვარი 5 ქვეყანასთან - საფრანგეთთან, გერმანიასთან, ესტონეთთან, ლიტვასთან და ლატვიასთან გახსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ ესაჭიროებათ. სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის კი 14-დღიანი კარანტინის ვალდებულება კვლავ ძალაშია.