მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 იანვრიდან წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

61e293ef94e85
BM.GE
15.01.22 13:31
2570
თბილისის მერიის ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილისა და ი. უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

"დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ უცვლელად, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით"-აცხადებენ მერიაში.

შეზღუდვა 17 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები