მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

17-მატჩიანი უძლეველი სერიის შემდეგ, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა

თოფურიას ჰონორარი

ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ და მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც კარიერაში პირველი მარცხი განიცადა. ორ წონაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაცავად, ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა. დრამატული ბრძოლა გეიჯის გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირი UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა და ის უპრეცედენტო ლოკაციაზე თეთრი სახლის ეზოში სპეციალურად დამონტაჟებულ ოქტაგონზე ჩატარდა.

ისტორიულ საღამოს, 4 000 საპატიო სტუმართან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ. თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება ამ უნიკალური სპორტული ღონისძიების მთავარი მოვლენა იყო.

ქართველი სპორტსმენი იმ ლეგენდარულ, ელიტურ 11 მებრძოლს შორისაა, რომლებმაც ორგანიზაციის ისტორიაში ორი სხვადასხვა წონის საჩემპიონო ქამრის მოპოვება შეძლეს:

  • 2024 წლის თებერვალი: გახდა ქვემსუბუქი დივიზიონის (65 კგ) ჩემპიონი.
  • 2025 წლის ივნისი: მოიპოვა მსუბუქი წონის (70 კგ) საჩემპიონო ქამარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები