UFC 333-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დანა უაითმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია საქართველოში ღონისძიების ჩატარებაზე მუშაობს.
Setanta Sports-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა UFC-ის ღონისძიებას საქართველოში 2027 წელს, უაითმა უპასუხა:
"დიახ, ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ ამაზე და პასუხი ნამდვილად ისაა, რომ ჩვენ ვაპირებთ ღონისძიების ჩატარებას საქართველოში" - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა.
24 ოქტომბერს, UFC 333-ზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართება, მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდება და ტრილოგიის ფარგლებში ქამრის დაბრუნებას შეეცდება. მთავარი ქარდი 22:00 საათზე დაიწყება.























