მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანა უაითმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე ტრამპის შეთავაზება უარყო

დანა უაითი UFC

შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის შეთავაზება უარყო. ინფორმაციას CNN-ის ავრცელებს.

ლონდონში მყოფმა დანა უაითმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას უკვე არაერთი სამსახური აქვს. მან ტრამპთან საუბრის დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა, თუმცა ვაშინგტონში ჩასვლა და თეთრ სახლში პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე UFC-ის ხელმძღვანელმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა და სიტყვებით „ახალ თავზე გადავდივართ“, ტრამპის ინიციატივას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ეს წინადადება საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე საჯაროდ გასულ უქმეებზე გააჟღერა და უაითს „შეუბრალებელი მებრძოლი და მეომარი“ უწოდა. ამასთან, ტრამპმა მას თანაშემწეებად UFC-ის ექვსი მებრძოლის მიყვანაც სთხოვა, რათა მათ ადმინისტრაცია პოლიტიკური ოპონენტებისგან დაეცვათ.

ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს კეროლინ ლევიტის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, თეთრ სახლში პრესმდივნის პოზიცია ვაკანტური გახდა. მისმა შემცვლელმა ქეტი ზაქარიამ მედიასთან წარუმატებელი გამოსვლის გამო თანამდებობა დანიშვნიდან 5 დღეში დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები