მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 მუნიციპალიტეტი, სადაც მთავრობა დევნილ ოჯახებს ბინებს გადასცემს

62a737a412a81
მარიამ ვარადაშვილი
13.06.22 14:43
704
630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, დევნილ ოჯახებს უძრავი ქონება 10-ზე მეტ ქალაქში გადაეცემათ. 
 
„630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, ბაღდათში, აბაშაში, ხობში, ხაშურში, ფოთსა და ზესტაფონში. ჯამში ეს არის 630 დევნილი ოჯახი, რომელთაც გადაეცემათ და დაუკანონდებათ სახელმწიფო ქონებები“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები