17 სექტემბერს დაგეგმილია:
12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2024 წლის ანგარიში. მომხსენებელი: სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორი - ბექა ფერაძე.
13:00 საათზე, რუსთაველის გამზირის ორგანიზაციის ოფისში, პოლიტ-პატიმრების დედები განცხადებას გააკეთებენ და საზოგადოებას მიმართავენ.
15:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/62; 30.06.2025) განხილვა პირველი მოსმენით; მომხსენებელი - ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 2. მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისა და არსებული გამოწვევების ხედვა; მომხსენებელი - ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 3. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი - თეიმურაზ დოჭვირი, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; 4. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მოსმენა და პრეზენტაცია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობ პროგრამებზე; მომხსენებელი - თინათინ ჯაჭვაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერი.
17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.




























