მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

18 დეკემბერს ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

5df75d3f38d09
BM.GE
16.12.19 14:33
783
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 18 დეკემბერს ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. 

"საქართველოს რეგიონული განვითრაბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, 2019 წლის 17 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, დაგეგმილი იყო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 255-ე კმ-ზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდინარე ჭიშურაზე არსებული ხიდიდან ბაღდათის კვანძზე გადატანა, თუმცა, გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, კომპანიამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული სამუშაოების ჩატარება, რის გამოც, სამუშაოები ჩატარდება 2019 წლის 18 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე.

დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის და ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზების და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გავლით", - ნათქვამა გავრცელებულ რელიზში. 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები