მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 ივლისიდან გუდაურში ზაფხულის სეზონი იხსნება - რა ეღირება წელს საბაგიროთი სარგებლობა?

გუდაური

18 ივლისიდან გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო (MTA) ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დამსვენებლებს ყოველდღიურად, 11:00-დან 17:00 საათამდე, გუდაურისა და კობის საბაგიროები – გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო მოემსახურება.

MTA-ის ინფორმაციით, აბონემენტების შეძენა კურორტის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ამასთან, 10-დღიანი სეზონური აბონემენტის გააქტიურება ვიზიტორებს გასული სეზონების მულტიქარდზეც შეეძლებათ.

2026 წლის ზაფხულის სეზონის აბონემენტების ფასები ასეთია:

  • 1 ასვლა – უფროსი -15 ლარი, ბავშვი (6-12 წელი) - 10 ლარი;
  • კობის გადმოსახედი (ორივე გზა) – უფროსი - 35 ლარი, ბავშვი (6-12 წელი) - 25 ლარი;
  • 10-დღიანი სეზონური აბონემენტი – უფროსი - 100 ლარი, ბავშვი (6-12 წელი) - 80 ლარი.
  • 6-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობა უფასოა.

ფასები მოცემულია ლარში (მოიცავს 18% დღგ-ს).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები