მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18-მეტრიანი ავტობუსები სხვადასხვა ხაზებზე 2 მარტიდან გადანაწილდებიან - თბილისის მერი

18 მეტრიანი ავტობუსი

“2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზებზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივ გაშვებას”, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის ავტობუსები, რომლებიც საქართველოში უკვე შემოსულია და სრულადაა აღჭურვილი, სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდებიან.

“ეს ყველაფერი იმისთვის, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ, უფრო კომფორტული იყოს მგზავრობა და ახალი ავტობუსების გაბარიტებიდან გამომდინარე, იმ პრობლემების გამოსწორების შესაძლებლობა გვექნება, რაც წინა წლებში გვქონდა - უამრავი ადამიანი და გადაჭედილი ავტობუსები, შესაძლებლობა გვექნება”, - განაცხადა კალაძემ.

მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები, ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე:
N301 - წმინდა ბარბარეს უბანი - პოლიტკოვსკაიას ქუჩა
N308 - გლდანი VII-VIII მ/რ - ბარათაშვილის ქუჩა
N314 - დიდი დიღმის IV მ/რ - ბარათაშვილის ქუჩა

თბილისის მერიის მიერ შეძენილი MAN-ის ფირმის 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსიდან 50 ერთეული დედაქალაქში 2024 წლის დასაწყისში ჩამოვიდა და სატესტო რეჟიმში N302 ხაზზეც ამოქმედდა. დარჩენილი ავტობუსების ხაზზე გაშვება კი ეტაპობრივად იგეგმებოდა. ავტობუსებზე ბიუჯეტიდან 259 მილიონი ლარი დაიხარჯა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მთავრობა დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები