მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18-მეტრიანი ავტობუსების ჩამოყვანა ავტობაზის მშენებლობაზეა დამოკიდებული - ხმალაძე

641ac4ffb67ae
გიგა ბენია
22.03.23 13:06
3104
"წლის ბოლომდე 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა გვინდა", - ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ bmg-ს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ავტობუსების ჩამოყვანა ავტობაზის მშენებლობაზეა დამოკიდებული.

"ავტობაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამარტივებულ შესყიდვაზე ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბაზრის კვლევა მიმდინარეობს და ის რამდენიმე დღეში დასრულდება. ჩვენ ეტაპობრივი ჩაბარება მოვითხოვეთ, რადგან გვსურს, ავტობუსების გარკვეული რაოდენობა ცოტა ადრე მივიღოთ. ავტობაზის აშენება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რა ვადაში რამდენ ავტობუსს მივიღებთ. შეიძლება, ავტობუსები შემოვიყვანოთ, ვერ მოვემსახუროთ და უბრალოდ დავაყენოთ. წლის ბოლომდე 50 ავტობუსის შემოყვანა გვინდა. თუ კომპანიები წლის ბოლომდე შეძლებენ, 50 ერთეული მოგვაწოდონ, ტენდერიც დასრულდება”, - განაცხადა ვიცე-მერმა.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2023 წელს 100 ერთეული 18-მეტრიანი CNG ავტობუსის შეძენაა დაგეგმილი. თბილისის მერმა თქვა, რომ ავტობუსები სხვადასხვა ბაზაში გადანაწილდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები