თბილისის მერიის ინფორმაციით, 18-მეტრიანი ორმოცდაათი ავტობუსი უკვე დედაქალაქშია.
Bm.ge-ს მერიაში უთხრეს, რომ მათი ნაწილი სატესტო რეჟიმში, თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა მარშრუტზე უკვე მოძრაობს.
მერიაში გვითხრეს, რომ შერჩეულ მარშრუტზე ინფორმაციას მერი ახლო მომავალში გაავრცელებს.
როგორც ცნობილია, 18-მეტრიანი ავტობუსები, წლის ბოლომდე დედაქალაქში სრულად უნდა შემოვიდეს და მოსახლეობას მოემსახურება.