მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 სექტემბრის ანონსი

ბიემჯი
17.09.24 20:00
37

09:00 საათზე - აზიის განვითარების ბანკი საქართველოს საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორს გამოაქვეყნებს საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო მიმოიხილავს სააგენტოს აქტივობებსა და გეგმებს. ღონისძიება ღიაა მედიისთვის. საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორი არის აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთ-ერთი მთავარი პუბლიკაცია. ის მონიტორინგს უწევს საჯარო-კერძო თანამშრომლობის ხელშემწყობ გარემოებას ADB-ის წევრ განვითარებად ქვეყნებში აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მასშტაბით. საქართველოს საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორი მოიცავს საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებას, რეკომენდაციებსა და სამომავლო პერსპექტივებს.

11:00 საათზე თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტი

11:00 საათზე, კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

12:00 საათზე, სპორტის კომიტეტის სხდომა


15:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, გაიმართება საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრა EUGBC-ის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები