18 თებერვალს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და რეგიონული განვითარების მინისტრის კახაბერ გულედანი ინტერპელაციის წესით გამოვლენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია 12:00 საათზე დაიწყება.
„ოთხშაბათს, გვაქვს 2 ინტერპელაცია. პირველი გახლავთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა და აქედან გამომდინარე 12:00 საათზე გვექნება ინტერპელაცია.
გარდა ამისა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ ინტერპელაციის წესით მიმართა რეგიონული განვითარების მინისტრს კახაბერ გულედანს და პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის შემდეგ იქნება, კახაბერ გულედანის ინტერპელაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თავად ირაკლი კობახიძემ აღნიშნული ინტერპელაციის შესახებ დღეს, ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა: „მიგრაციის საკითხებით დაინტერესდა საპარლამენტო უმრავლესობაც და მე მზად ვარ კიდევ უფრო მეტი დეტალი შესახებ გავუზიარო პარლამენტის წევრებს. მომზადებული მივალ საქართველოს პარლამენტში“ - განაცხადა კობახიძემ.




























