მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

186 ბაღიდან Covid 19-ის გამო 72 დროებით დაკეტილია... ვაქცინაციის მაჩვენებელი არასასურველია - სააგენტო

61879cc2e6bfa
ინგა მურუსიძე
07.11.21 13:36
523
4 ნოემბრის მონაცემებით, თბილისის 186 ბაგა-ბაღიდან კორონავირუსის გავრცელების გამო 72 არის დროებით დაკეტილი, - ამის შესახებ BM.GE-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უთხრეს. 

მათივე განმარტებით, როგორც კი ამა თუ იმ ბაღში ინფიცირება დაფიქსირდება, ბაღი იმავე დღეს 12 სამუშაო დღით, საკარანტინო პერიოდით იკეტება.

როგორც სააგენტოში ამბობენ, ბაღებში ვირუსის მასობრივი გავრცელების მაჩვენებლები არ არის, თუმცა შიდა გავრცელების ფაქტები ფიქსირდება.

„გავრცელების მაჩვენებელი ჯგუფში 5-6 ადამიანზე ასულა, თუმცა შესაძლოა ერთს დაუფიქსრდეს და მეტს არავის გადაედოს. ნორმებს შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ვიცავთ“, - ამბობენ სააგენტოში.

რაც შეეხება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა ვაქცინაციას. როგორც უწყებაში ამბობენ, მაჩვენებლის ზუსტი სტატისტიკა არ აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, სახარბიელო არ არის.

„ვაქცინაციის სტატისტიკას ჩვენ არ აღვრიცხავთ, თუმცა მაჩვენებელი მაღალი არ არის. იგივე მაჩვენებელია, რაც ზოგადად ქვეყანაში, მისგან დიდად არ განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში, როგორც იკვეთება, მაღალი და სასურველი არ არის“, - ამბობენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები