სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ირაკლი მექვაბიშვილი პარლამენტს 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მოხსენების თანახმად, 2018-2021 წლის განმავლობაში სამსახურის ანგარიშებზე სამართლებრივი რეაგირების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 850,000 ლარი აუნაზღაურდა.
2018-2021 წლებში აუდიტის სამსახურმა სულ 269 ანგარიში აუდიტი ჩაატარა, საიდანაც 114 სამართალდამცავ ორგანოებს გაეგზავნათ. შესაბამისად, სამსახურის შეფასებით, ამ პერიოდის ანგარიშიების 42% სავარაუდო სამართალდარღვევას შეიცავდა. 2021 წლის განმავლობაში სამსახურმა პროკურატურას სულ 19 აუდიტი გაუგზავნა. დასკვნებს შორის მოხვდა მთის კურორტების სააგენტოს (MTA) 2018-2019 წლების შესაბამისობის ანგარიში, რომელშიც კომპანიაში არსებული რიგი დარღვევები იყო გამოვლენილი.
19 ანგარიში, რომელიც 2021 წელს აუდიტის სამსახურმა პროკურატურას გაუგზავნა:
1. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;
2. სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის მასალები;
4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის მასალები;
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის მასალები;
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების 2017-2018 წლების დაფინანსების შესაბამისობის აუდიტის მასალები;
7. ქ. თბილისის განვითარების ფონდის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები;
8. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები;
9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემური შესაბამისობის აუდიტის მასალები;
10. სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები;
11. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები;
12. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;
13. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;
14. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;
15. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები;
16. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები;
17. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებისა და დაწესებულებების სარგებლობაში არსებული სახელმწიფო უძრავი ქონების გამოყენების შესაბამისობის აუდიტის მასალები
18. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისათვის; გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის მასალები;
19. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2020 წლის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშის მასალები.
“2018-2021 წლებში სამართალდამცავ ორგანოებში გაიგზავნა 114 აუდიტის ანგარიში ან კონკრეტული ინფორმაცია აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ, მათ შორის 2021 წელს - 19. საყურადღებოა, რომ გადაგზავნილი ანგარიშების/ინფორმაციის 68% ეხება მუნიციპალიტეტებს.
სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებულ საკითხებზე მონიტორინგის კუთხით, აღსანიშნავია, რომ პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშში ცალკე ქვეთავი დაეთმო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ განხორციელებულ რეაგირებასა და მიღწეული შედეგების მიმოხილვას. ასევე პროკურატურამ გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში „2018-2021 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებულ ანგარიშებთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ“. ანგარიშის მიხედვით, სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი, დაახლოებით, 850 ათასი ლარის ოდენობით,” - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.