მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

19 თებერვალი: დაინფიცირდა 388 მოქალაქე, გამოჯანმრთელდა - 331

602f5471920e0
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.21 10:56
738
19 თებერვლის განახლებული კოვიდ-სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში საქართველოში დაინფიცირდა 388 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 331.

სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ის მიხედვით კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 267 701 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ჯამში 260 597 ადამიანი შეადგინა.

19 თებერვლის სრული სტატისტიკა:

ბოლო 24 საათში Covid-19-ით 7 ადამიანი გარდაიცავალა; გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 406-ია;
ამასთან, ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა 16 391 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10 091, PCR ტესტით კი 6 300;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,37%; ბოლო 14 დღის - 2,7%; ბოლო 7 დღის - 2,4%;
კარანტინის რეჟიმში - 253;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 813;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 232;