მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"19 ტურისტული ობიექტის წყალარინების სისტემა უნდა მოეწყოს, რომლის ჯამური ღირებულება ₾4 მილიარდი იქნება - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

"19 ტურისტული ობიექტის წყალარინების სისტემა უნდა მოეწყოს რომლის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, ₾4 მილიარდი იქნება", - ამის შესახებ „ოცნების“ მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ამ პროექტებს შორის არის ბაკურიანი.

"ცხრამეტივე ტურისტულ ობიექტს არ ჩამოვთვლი, თუმცა მაგალითად ბაკურიანის პრობლემა წელს უნდა გადაწყდეს.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე ისაუბრა გაერთიანებული წყალმომარაგების მიმართულებით დაფინანსებაზე და თქვა, რომ 20-ჯერ არის დაფინანსება გაზრდილი.

როგორც ის ამბობს სამინისტროს გეგმაა, რომ 2028 წლისთვის ყველა ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგება იყოს.

„GWP წყალმომარაგებას ახორციელებს: თბილისში, რუსთავში და მცხეთაში. აჭარის წყალი არის ცალკე ორგანიზაცია და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას მოიცავს გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანია რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. დაახლოებით 950 000 ბენეფიციარი ჰყავს წყალმომარაგების კომპანიას. 49 ქალაქში ოპერირებს გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანია და 31 ქალაქში უკვე მიღწეულია 24 საათიანი წყალმომარაგება. 2028 წლისთვის ყველა ქალაქში გვექნება 24-საათიანი წყალმომარაგება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები