მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1989 წლის 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავა - “ჯიუტი მგზავრის ბოლო გზა”

1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან დაიღუპა მერაბ კოსტავა. ის მაშინ 50 წლის იყო. დღემდე ძნელია დაზუსტებით იმის მტკიცება, ბორითთან მომხდარი ავტოავარია მართლაც უბედური შემთხვევა იყო თუ დაგეგმილი მკვლელობა. ბავშვობიდან დისიდენტი მერაბ კოსტავა ქართული ეროვნული მოძრაობისთვის იმდენად დიდი ფიგურა იყო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა შემთხვევითობა თავიდანვე გამორიცხა.

ავტოავარიის შედეგად დაშავდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე. დიახ, მტკიცება რაიმესი ნამდვილად რთულია, მითუმეტეს, საზოგადოებას არც მაშინ, და არც დღეს მითუმეტეს, არ აკლია მიმართება შეთქმულების თეორიებისადმი, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ სრულიად სხვა საქართველო იქნებოდა დღეს, მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე რომ არ დაღუპულიყვნენ 1989 წლის 13 ოქტომბერს.

არც ის ვიცი, რამდენად გახსოვთ რომ საქართველოს ეროვნული გმირი პროფესიით, მუსიკათმცოდნე იყო. არაჩვეულებად აღწერს ამ ტრაგიკულ დღეს რადიო თავისუფლება, და მისი ავტორი, თეა თოფურია - მერაბ კოსტავა - ჯიუტი მგზავრის ბოლო გზა. მერაბ კოსტავას სამძიმარზე იმდენი ხალხი მივიდა რომ სამგლოვიარო სიტყვაში ზვიად გამსახურდიამ თქვა - რაღად გვინდა რეფერენდუმის ჩატარება, ისედაც ყველაფერი ნათელიაო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები