მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2-3 ძლიერ რეფორმას თუ გავატარებთ, 2024 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება - სოსო ფხაკაძე

bag

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ 2-3 „ძლიერი რეფორმის“ შემთხვევაში, 2024 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მიღწევადია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრების და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

- მაკროეკონომიკური ჩარჩო არის ძალიან ძლიერი - 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 30 მლრდ დოლარი იქნება; მშპ ერთ სულ მოსახლეზე - $8 165; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც 2022 წლის ნიშნულს გადააჭარბებს და ა.შ. ინფლაციაც დაბალია - ნოემბერში წლიური ინფლაცია 0.1% იყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა 9.5%-მდე და კიდევ უნდა შეამციროს; ამდენად, მაკროეკონომიკური პარამეტრების გამო, ახლა ისეთი ნოყიერი ნიადაგია, ამაზე თუ დავაშენებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც მივიღეთ და 2-3 დიდი რეფორმა რომ გაკეთდეს, ჩათვალეთ, ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდება და მომავალ წელს ორნიშნა ზრდა გვექნება; ამაში დარწმუნებული ვარ.

- თქვენი აზრით, რა რეფორმები უნდა გატარდეს - მთავრობამ რა მიმართულებით უნდა იაქტიუროს?

- ჩვენ ორი საინტერესო პროექტი გვაქვს. ვაპირებთ, 2024 წლის დასაწყისში წარვუდგინოთ მთავრობას. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაც ფიქრობს ამაზე.

- შეგიძლიათ, გვითხრათ, რას ეხება რეფორმა?

- არა, რასაკვირველია; ჩვენ პროექტებს მთავრობასთან პროფესიონალურად გავივლით; მისი ადაპტირება და ცვლილება მოხდება. ეს ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ ჩვენ თუ ახლა სწორი გზით ვივლით, დარწმუნებული ვარ, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება - არ ვიცი, 9% იქნება თუ 12%, მაგრამ 5 და 4 ან 5.5% არ გვაწყობს...

- შეიძლება, ეს იყოს საგადასახადო რეფორმა?

- არ დაგასპოილერებთ, მაგრამ მე ამ სიტყვებს ვერ ვიტყოდი სამი წლის წინ - მაშინ არც ასეთი მაკროეკონომიკური ვითარება გვქონდა და არც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 15 დეკემბერი იყო ეპოქალური დღე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები