მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განვითარებისთვის გონივრული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება - სოსო ფხაკაძე

bag

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის გონივრული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ასე უპასუხა ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება მაქსიმალურად ფოკუსირება ბიზნესსა და ეკონომიკაზე და ძალიან ბევრი ინვესტიცია. ინვესტიციებს ეძებს და ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატებიც; აშშ-ში ხომ 50 შტატია და მათ ყოველთვის აქვთ სხვადასხვა პროგრამა, როგორ მოიზიდონ მეტი ინვესტიცია - ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომლის მშპ არის 23 ტრილიონი დოლარი ანუ ბევრად მეტი, ვიდრე ევროკავშირის 27 ქვეყნის და მათ თუ სჭირდებათ ინვესტიციები, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ როგორ გვჭირდება?! უცხოური კაპიტალის შემოსვლას მოაქვს განათლება, ცოდნა, უკეთესი ინფრასტრუქტურა“, - ამბობს BAG-ის პრეზიდენტი.

სოსო ფხაკაძეს მიაჩნია, რომ 2-3 ძლიერ რეფორმას თუ გავატარებთ, 2024 წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. მისივე თქმით, BAG-ში ორ საინტერესო პროექტს ამუშავებენ და მთავრობას მალე წარუდგენენ. „დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაც ფიქრობს ამაზე“, - ამბობს ბიზნესმენი.

რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? – „ბიზნესზე უაპელაციო და არაობიექტურ შეტევას“ - ასე უპასუხა BAG-ის პრეზიდენტმა “წერტილის“ წამყვანის კიდევ ერთ ტრადიციულ კითხვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები