მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2-3 მუნიციპალიტეტზე დარჩა პოზიციები შესაჯერებელი" - კობახიძე მერობის კანდიდატებზე

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენა მალე მოხდება. მისი თქმით, 2-3 მუნიციპალიტეტზე დარჩა პოზიციები შესაჯერებელი.

„როგორც კი შევჯერდებით, მაშინვე წარვადგენთ ერთიან სიას. ეს ეხება როგორც მუნიციპალიტეტების მერებს - 63 კანდიდატს, ასევე თბილისის საკრებულოს სიას და ყველას საკრებულოს სიებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები