მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2-3 წელიწადში 200-ზე მეტი რესტორანი გვექნება - სოსო ფხაკაძე

ბიზნესმენი

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ 2-3 წელიწადში „ვენდის“, „დანკინის“ და „საბვეის“ რესტორნების რაოდენობა 200–ს გადააჭარბებს.

გუფის სარესტორნო მიმართულების გეგმებზე ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. ამჟამად, „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ 117 რესტორანს მართავს.

„საბვეისთან“ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულება კომპანიამ შარშან გააფორმა და 13 რესტორანი უკვე გახსნა. „სარესტორნო ბიზნესი ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.

უახლოეს წლებში მხოლოდ „საბვეის“ 80 რესტორანი უნდა დავამატოთ და 2-3 წელიწადში ჯამურად 200-ზე მეტი რესტორანი გვექნება ქვეყანაში“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ, თუმცა პოტენციური ინვესტიციის მოცულობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„ინტერვიუში“ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა გამოწვევებზეც ისაუბრა და თქვა, რომ როგორც ზოგადად, ეკონომიკის ყველა სექტორში, მომსახურების სფეროშიც მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია.

„BAG-ი ინდექსი, რომელიც 2019 წლიდან ქვეყნდება, გვაძლევს საშუალებას, ეკონომიკის პულსზე გვედოს ხელი და შესაბამისად ვიცოდეთ თუ რა ვითარებაა ამა თუ იმ სექტორში. თუ ადრე ლარის კურსის რყევები იყო ყველაზე დიდი პრობლემა ბიზნესისთვის, დღეს კადრების დეფიციტია“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

დღეისათვის, “ვისოლ ჯგუფის” სარესტორნო ბიზნესში 2000 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში სარესტორნო მიმართულებით დასაქმებულთა რიცხვი 3000-ს გადააჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები