მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2-3 თვე გავიჭირვოთ... ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ“ - პრემიერის მოწოდება

61161fb565876
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.21 11:24
1972
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობას 2-3 თვე სუფრებისა და თავყრილობებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს თავყრილობები ინფექციის გავრცელების ყველაზე დიდი „ბუსტერია“. ამის შესახებ მან ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა. ძალიან ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანცია და ხალხმრავალი ქეიფების, ქორწილების თუ ქელეხების გამართვა. მინდა მოგმართოთ თხოვნით, ეს პერიოდი 2-3 თვე გავიჭირვოთ და ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბუსტერი, ვირუსის გამავრცელებელი. ქორწილის გადახდა შემოდგომაზე მგონი კიდევ უფრო სასურველია“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ხალხმრავალ თავყრილობას და სუფრას დაესწო ღარიბაშვილი 7 აგვისტოს ოლიპმიურ ჩემპიონებთან შეხვედრისას, რის გამოც მან NCDC-ის უფროსის მოადგილის, პაატა იმნაძის კრიტიკა დაიმსახურა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები