მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$2-მილიარდიანი ზარალის გამო, შვედეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი გადადგა

64353cd02c2f3
გიორგი თოლორდავა
11.04.23 16:01
1703
შვედეთის საპენსიო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგნუს ბილინგმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი გადადგომა პირდაპირ კავშირშია საპენსიო ფონდის მიერ მიღებულ $2-მილიარდიან ზარალთან, რაც ბილინგის გადაწყვეტილებებით იყო განპირობებული.

სწორედ მისი ხელმძღვანელობით, საპენსიო ფონდმა ინვესტიცია განახორციელა ტექნოლოგიურ სექტორზე ფოკუსირებულ ამერიკულ ბანკებში, მათ შორის, SVB-ში, რომელმაც გასულ თვეს კოლაფსი განიცადა.

SVB-ის გაკოტრებამ საპენსიო ფონდს სერიოზული მატერიალური ზარალი მიაყენა, თუმცა ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი და საზოგადოებაში ფონდის მიმართ დაკარგული ნდობაა.

შვედეთის საპენსიო ფონდი 115 მილიარდი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და ის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია.