თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა შვედეთის NATO-ში მიღების დოკუმენტს და რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარუდგინა.
შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შემდეგ მიიღეს. ახალი წევრის მიღებას ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.
შვედეთი თურქეთს ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული სტანდარტების გამო აკრიტიკებდა, რაც თურქეთისთვის მიუღებელი იყო. ამის გამო რატიფიცირების პროცესი შეფერხებული იყო.
შვედეთი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი იქნება.