15:30 საათზე, სასტუმრო Hilton Garden Inn-ში ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების პარტნიორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში ორდღიანი მისიის შემდეგ, პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: “მისიის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. მათ შორის, განიხილება შემდეგი საკითხები: საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაგარემო; მედიის პლურალიზმი და მედია მფლობელობისა და დაფინანსების გამჭვირვალობა; „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონი და ა.შ”.
16:00 საათზე, სიონში, ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“ საზოგადოებას ელიტარულ კომპლექს Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს წარუდგენს. ღონისძიებას დაესწრებიან „არქის“ პარტნიორები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მის.: მცხეთა-მთიანეთის მხარე, თიანეთის მუნიციპალიტეტი, დაბა სიონი, სიონის ტბის მიმდებარედ.