მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2 თებერვლის საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირია დაკავებული - შსს

აქცია

2 თებერვლის საპროტესტო აქციის დროს საპოლიციო ძალებმა 31 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ BM.GE-ის შსს-ში განუცხადეს.

მათ შორის დაკავებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაც.

დღეს, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან” გამართულ საპროტესტო აქციაზე საპოლიციო ძალები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „თბილისი მოლთან” გამართულ აქციას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პოლიციელთა მხრიდან შეკრების თავისუფლებაში ჩარევა უკანონო იყო.

განცხადება გაავრცელა ომბუდსმენმაც. მისი თქმით, „შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები