მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 თვე ენერგეტიკული ბირჟის გახსნიდან - რა ფასად ივაჭრება ელექტროენერგია?

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებიდან ორი თვე გავიდა. ივლის-აგვისტოს პერიოდში პლატფორმაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობამ თითქმის 13 ათას მგვტ.სთ-ს მიაღწია. ხოლო ივლისში საშუალო ფასი ერთ კილოვატსაათზე 12 თეთრის ფარგლებში იყო. ამ დროისთვის ბირჟაზე სულ 15 კომპანიაა რეგისტრირებული. როგორც ენერგეტიკულ ბირჟაზე აცხადებენ, პირველი თვეების შედეგები მოლოდინების შესაბამისი იყო. უფრო აქტიური ვაჭრობის მოლოდინი ჰქონდა გრედას. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მეტი კომპანიის დასაინტერესებლად აუცილებელია, მათთვის გარკვეული სტიმულების შეთავაზება. როგორი იყო ენერგეტიკული ბირჟის პირველი ორი თვე და რა უნდა გაკეთდეს პლატფორმის გასააქტიურებლად?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები