მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 აპრილამდე აზერბაიჯანში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა - საგარეო მოქალაქეებს აფრთხილებს

5e8c5cf326524
ინგა მურუსიძე
07.04.20 15:02
1537
20 აპრილამდე შეჩერებულია სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა, ასევე ადგილობრივი ფრენები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინსტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

“აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე, შეჩერებულია სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა, ასევე ადგილობრივი ფრენები. აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

შესაბამისად, დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი (,,წითელი ხიდი“ ,,ლაგოდეხი", ,,სამთაწყარო“ და ,,მტკვარი“) ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ასევე ამოქმედდა ფიზიკური პირების გადაადგილების ახალი, გამკაცრებული წესები. გადაადგილება ნებადართული მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვებით.

ნებართვის მისაღებად მსურველმა პირებმა SMS-ს შეტყობინება უნდა გააგზავნონ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ნომერზე, მიუთითონ პირადი მონაცემები და სახლიდან გამოსვლის მიზეზი, რის შემდეგ მათ მოუვათ შესაბამისი პასუხი. საპასუხო SMS–ს შეტყობინებაში მითითებული იქნება ნებართვის მოქმედების ვადა. საცხოვრებელი ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები