ლოჯისტიკური კომპანია „ინექს გრუპი“ საერთაშორისო და შიდა გადაზიდვების ტარიფებს ცვლის. კომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილება გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდასა და ავიაკომპანიების მიერ მომსახურების გაძვირებას უკავშირდება.
ახალი ტარიფები ძალაში მიმდინარე წლის 20 აპრილიდან შევა.
კომპანიის განცხადებით, ტარიფები იზრდება სამ ძირითად ქვეყანაზე, ხოლო სხვა საერთაშორისო მიმართულებებზე ფასი ამ ეტაპზე უცვლელი რჩება:
- აშშ: 1 კგ - $9.7 დღეს მოქმედი $8.5-ის ნაცვლად (სტუდენტური ტარიფი: $9.2);
- დიდი ბრიტანეთი: 1 კგ - £7.5 დღეს მოქმედი £6.5-ის ნაცვლად (სტუდენტური ტარიფი: £7);
- ესპანეთი: 1 კგ - €6.7 დღეს მოქმედი €6-ის ნაცვლად (სტუდენტური ტარიფი: €6.2).
ცვლილებები შეეხო ქვეყნის შიგნით ამანათების ტრანსპორტირებასაც. 5 კგ-მდე წონის ამანათებზე სტანდარტული ტარიფი 7 ლარი იქნება (სპეციალური ტარიფი — 6 ლარი).
რაც შეეხება 5 კგ-ზე მეტი წონის გზავნილებს, ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა:
- სტანდარტული ტარიფი: 1.5 ლარი, დღეს მოქმედი (ყოველ კილოგრამზე);
- სპეციალური ტარიფი: 1.2 ლარი (ყოველ კილოგრამზე).
„ინექს გრუპში“ აცხადებენ, რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ არსებული ფასების შენარჩუნებას, თუმცა შექმნილმა ვითარებამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელი გახადა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული მატება დროებითია და სამომავლოდ ძველ ტარიფებზე დაბრუნება შესაძლებელი გახდება.


























