მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციას ვესწრებით - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, 20 იანვარს, ინაუგურაციაზე მიწვეულნი არიან ის, ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია და მელორ წიფურია.

"20-ში ვესწრებით პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას. ჩვენ მიწვეული ვართ. მადლობა მინდა ვუთხრა იმ კონგრესმნებს, რომლებმაც ეს მოსაწვევები მოგვცეს",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არავის მიუწვევია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები