მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 კომპანია, რომლებმაც 2020 წელს გაკოტრების ან ლიკვიდაციის შესახებ განაცხადეს

5f3ae530e222d
ნათია თაქთაქიშვილი
15.08.20 00:05
2268
2020 წელი ბევრი კომპანიისთვის საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა და რიგმა ბრენდებმა გაკოტრების ან ლიკვიდაციის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 2019 წელსაც ბევრი საცალო კომპანია გაკოტრდა მე-7 და მე-11 მუხლით, რასაც მოჰყვა ფინანსური ცვლილებები და ზოგ შემთხვევაში სრული ლიკვიდაციაც. ასევე, 2020 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის ფონზე გაკოტრებული კომპანიების რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

20 კომპანია, რომლებმაც 2020 წელს გაკოტრების ან ლიკვიდაციის შესახებ განაცხადეს

1.Papyrus
კომპანიის მფლობელმა Schurman Retail Group-მა გაკოტრების შესახებ იანვრის თვეში განაცხადა და შედეგად Papyrus-ის მაღაზიების მთლიანი ქსელი დაიხურა.

2.Kroger
სასურსათო მაღაზიების ქსელმა Kroger-მა გაკოტრების შესახებ მე-11 მუხლით განაცხადა.

3.Earth Fare
აშშ-ში ორგანული სასურსათო პროდუქტით მოვაჭრე ქსელმა გაკოტრების შესახებ 4 თებერვალს განაცხადა და შედეგად 50 ნატურალური პროდუქტის მიმწოდებელი მაღაზია დაიხურა.

4.Noah's Event Venue
კომპანია Noah's Event Venue-მ გაკოტრების შესახებ 2020 წლის თებერვალში განაცხადა.

5.Pier 1
საოჯახო ნივთებით მოვაჭრე კომპანია Pier 1-მა გაკოტრების შესახებ 17 თებერვალს განაცხადა. ტეხასში დაფუძნებულმა კომპანიამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კლიენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეუმცირდა.

6.Art Van Furniture
მიჩიგანში დაფუძნებული კომპანიის ქსელი Art Van Furniture გაკოტრების შესახებ 8 მარტს გააკეთა.

7.Modell's Sporting Goods
Modell's Sporting Goods-მა გაკოტრების შესახებ 11 მარტს განაცხადა. საოჯახო კომპანია დარჩენილი მაღაზიების ლიკვიდაციასაც აპირებს, რადგან კლიენტები არ ყავს.

8.FoodFirst Global Restaurants
FoodFirst Global Restaurants-მა გაკოტრების შესახებ 10 აპრილს განაცხადა და კომპანიის მიხედვით, 92 რესტორნიდან 71 რესტორანს დახურავს.

9.True Religion
True Religion-მა გაკოტრების შესახებ 13 აპრილს განაცხადა.

10.J. Crew
კომპანიამ გაკოტრების შესახებ 4 მაისს გააკეთა განცხადება. ახლა კომპანია გეგმავს 1,65 მილიარდი დოლარის სესხის აღებას.

11.Neiman Marcus
კომპანიამ გაკოტრების შესახებ 7 მაისს განაცხადა და მიზეზად კორონავირუსის პანდემია დაასახელა.

12.Stage Stores
Stage Stores-ი, რომელიც თავის მხრივ ფლობს Goody's, Palais Royal, Bealls, Peebles, და Gordmans გაკოტრების შესახებ 10 მაისს განაცხადა.

13.Garden Fresh Restaurants
რესტორანმა გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილება 14 მაისს მიიღო.

14.JCPenney
JCPenney გაკოტრების შესახებ განცხადება 15 მაისს მიიღო და მარიაზიების 30 პროცენტს დახურავს.

15.მაღაზია Tuesday Morning
Tuesday Morning-მა გაკოტრების შესახებ 27 მაისს განაცხადა და აღნიშნა, რომ 230 მაღაზიას დახურავს.

16.Le Pain Quotidien გაკოტრების შესახებ განცხადება 27 მაისს გააკეთა და 98 რესტორანი Aurify Brands-ს მიყიდა, რომელიც მინიმუმ 35 რესტორნის ხელახალა გახსნას გეგმავს.

17.GNC-მ გაკოტრების შესახებ განცხადება 24 ივნისს გააკეთა, რომელიც მიზნად ისახავადა 800-იდან 1,200 მაღაზიამდე დახურვას.

18.CEC Entertainment
Chuck E. Cheese-ის მფლობელი კომპანია CEC Entertainment-მა გაკოტრების შესახებ 25 ივნისს განაცხადა. კომპნიას შემოსავლები კორონავირუსის პანდემისს ფონზე შეუმცირდა.

19.Lucky Brand Dungarees
Lucky Brand Dungarees-მა გაკოტრების შესახებ 3 ივნისს განაცხადა. კომპანია თავის მხრივ ფლობდა Aéropostale და Nautica-ს ბრენდებს.

20.Brooks Brothers
Brooks Brothers-მა გაკოტრების შესახებ 8 ივლისს განაცხადა, რაც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული და შედეგად 51 მაღაზიას დახურავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები