მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

20 კომპანია საქართველოში, რომლებშიც I კვარტალში ამერიკული ინვესტიციები ჩაიდო

დოლარი

აშშ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების მოცულობით ჩეხეთის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ამერიკიდან 39,6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. გასული წლის პირველ კვარტალში კი ამერიკულმა FDI-მ 33,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ამერიკიდან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების შესახებ გასული წლის მონაცემს, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამერიკული FDI 2023 წელთან შედარებით შემცირებულია. ბოლო ხუთი წლის ტენდენცია კი შემდეგნაირია:

  • 2024 წელი - 98,3 მლნ აშშ დოლარი
  • 2023 წელი - 182,1 მლნ აშშ დოლარი
  • 2022 წელი - 178,6 მლნ აშშ დოლარი
  • 2021 წელი - 21,1 მლნ აშშ დოლარი
  • 2020 წელი - 11,4 მლნ აშშ დოლარი

Bm.ge დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებშიც 2025 წლის პირველ კვარტალში ამერიკული ინვესტიციები ჩაიდო. საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ირკვევა, რომ ასეთი 20 კომპანიაა. ესენია:

  • რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობა
  • World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
  • ქემონიქს ინტერნეიშენელ ინკ.-ის ფილიალი ქემონიქს საქართველო
  • ეკონომიკის გაუმჯობესება ძლიერი საზოგადოებისთვის ფილიალი საქართველოში
  • საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს თბილისის ფილიალი (IREX)
  • შპს მაგთიკომი
  • მოგებაზე არაორიენტირებული კორპორაცია ფროჯექთ ჰარმონი-ს ფილიალი საქართველოში
  • ტექნოლოჯი მენეჯმენტ კომპანი ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში
  • შპს საქართველოს უნივერსიტეტი
  • საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი
  • საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო
  • შპს სავანეთი 99
  • სს დარიალი ენერჯი
  • სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდის ფილიალი საქართველოში
  • შპს ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
  • სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი საქართველოში
  • ეი არ დი, ინკ. ფილიალი
  • შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
  • aMind Georgia the Branch of aMind Solutions LLC

ცნობისთვის, კომპანიები რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული. ასევე, რა რაოდენობის ამერიკული ინვესტიცია ჩაიდო თითოეულში, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები