მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი, რუსეთი, აშშ|TOP-10 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოს უძრავ ქონებაში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

თბილისი უძრავი ქონება

საქართველოს უძრავი ქონების სექტორში, მიმდინარე წლის 6 თვეში, 168,5 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის ($131,4 მლნ) მაჩვენებელს 37.1 მილიონი დოლარით აღემატება.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების სფეროში, ყველაზე მეტი FDI ისრაელიდან შემოვიდა - $33 მლნ. სამეულში რუსეთი და აშშ 26-26 მილიონი დოლარით.

FDI უძრავი ქონების სექტორში - 2026 წლის 6 თვე|TOP-10 ქვეყანა

ისრაელი - $33 მლნ
რუსეთი - $26,6მლნ
აშშ - $26 მლნ
პანამა - …
გერმანია - $9 მლნ
გაერთიანებული სამეფო - $8,2 მლნ
საუდის არაბეთი - $7,6 მლნ
თურქეთი - $6,4 მლნ
უკრაინა - $6 მლნ
ვირჯინის კ-ები (ბრიტ.) - $5,7
შვეიცარია - $4,7 მლნ
დანარჩენი ქვეყნები - $35 მლნ.

შენიშვნა: საქსტატი, ქვეყნების გასწვრივ, FDI-ს მოცულობას მრავალწერტილით მაშინ აღნიშნავს, თუ შესაძლებელი ხდება ამ ქვეყნიდან კონკრეტული კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის იდენტიფიცირება, რაც კომერციული საიდუმლოებაა.

რაც შეეხება უცხოურ საწარმოებს, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, TOP-10 კომპანიის სია ასე გამოიყურება:

შპს პიქსელ ინვესტ გრუპ
შპს ბი ეს დი 26
შპს ახალი ვარსკვლავი
შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
შპს მპ დეველოპმენტი
შპს რივერსაიდ ინვესტი
შპს სარდა საქართველო
შპს თბილისი მოლ ჰოლდინგ
სს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი
შპს კოჩ ბათუმი.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები