მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 კომპანიის სტრატეგიის დასაწერად 20 საათი თუ მჭირდებოდა, ახლა 15 წუთი მჭირდება - ქართული კომპანია AI-ის ეფექტზე

ირინე

ერთ-ერთი ქართული კომპანია, სადაც ხელოვნური ინტელექტი დანერგილია - Lemons-ია. კომპანიაში bmg-სთან აცხადებენ, რომ AI-ის დანერგვის შემდეგ, მათი სამუშაო დროის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა და 20 წუთის საქმე ახლა 3 წუთში კეთდება.

"სტრატეგიულ თუ კონტენტის ნაწილში არ გვჭირდება ტექსტის გადამოწმება. 20-მდე სოციალურ გვერდს ვმართავთ, რისთვისაც დიდ დროს ვხარჯავდით, კონტენტი უნდა მოგვეფიქრებინა, ტექსტი მიმზიდველი ყოფილიყო, გამოხმაურება ჰქონოდა და ა.შ. ახლა ჩვენთვის ძალიან მარტივია 20-ის და 30-ის მართვაც, რადგან ხელოვნურ ინტელექტს მივმართავთ, სტრატეგიას დავაწერინებ და ამ კონტენტის შესაბამისად ვმოქმედებთ.

თუ აქამდე 20 კომპანიის სტრატეგიის დასაწერად 20 საათი მჭირდებოდა, ახლა 15 წუთი მჭირდება. თუ წერის შემდეგ, გუნდს ჩემს სტრატეგიაზე ბევრი მსჯელობა უწევდა, დღეს ხელოვნურ ინტელექტს შეგვიძლია ვკითხოთ: რა არის მოდური? რა არის შესაცვლელი? ამაშიც დრო იზოგება და 190 კაცის 30-წუთიანი დრო 3 წუთამდე ჩამოგვყავს", - აცხადებს Lemons Group-ის დამფუძნებელი, ირინე მელიმონაძე.

აღსანიშნავია, რომ AI-ის დანერგვის შედეგად, კომპანიიდან თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ.

"დავზოგეთ ის, რომ ორი თანამშრომლით მეტი არ ავიყვანეთ, თორემ ვინმე არ გაგვიშვია. ადამიანურ ინტელექტს რობოტი ვერ ჩაანაცვლებს", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები