მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GPT Astra-მ უკვე მიაღწია AGI-ის ფაზას – NVIDIA-ს დამფუძნებელი

ჰუანგი

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ჯენსენ ჰუანგი ხელოვნური ზოგადი ინტელექტის, ანუ AGI-ის ეპოქის დაწყების შესახებ თამამ განცხადებას აკეთებს. ჰუანგმა OpenAI-ის უახლესი AI-მოდელის, GPT-6 Astra-ს გამოშვებას AGI-ის ეპოქის დაწყება უწოდა და ამ მოდელის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა.

"ChatGPT-იდან Astra-მდე სულ რაღაც ოთხ წელიწადში მივედით. AGI უკვე აქ არის", - დაწერა ჰუანგმა სოციალურ ქსელ X-ში.

თავად OpenAI ახალ GPT Astra-ს მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან და საიმედო მოდელად მოიხსენიებს, რომელსაც რთული პროფესიული დავალებების შესრულება მაღალი სიჩქარით, სიზუსტითა და მსჯელობის უნარით შეუძლია. ყველანაირი თვალსაზრისით, Astra ამჟამად პლანეტაზე ყველაზე მძლავრი AI-მოდელია, რომელიც ჰუანგის შეფასებით, უკვე AGI-ია.

ცნობისთვის, AGI-ის დეფინიცია ინდუსტრიაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. Google-ი AGI-ს განმარტავს, როგორც მანქანურ ინტელექტს, რომელსაც ადამიანის მსგავსად ნებისმიერი ინტელექტუალური ამოცანის გაგება და ათვისება შეუძლია, ხოლო OpenAI-ს განმარტებით, ეს არის მაღალავტონომიური სისტემა, რომელიც ადამიანს თითქმის ყველა ეკონომიკურად ღირებულ საქმიანობაში სჯობნის.

თუ AGI-ის დეფინიციად OpenAI-ის ან Google-ის შეფასებას ავიღებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ზოგადი ინტელექტის ეპოქა მართლაც დაიწყო, თანაც მოსალოდნელზე თითქმის 5-ჯერ უფრო სწრაფად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები