"ხელოვნური ინტელექტის კატასტროფულ საფრთხეებზე საუბარი მეცნიერულად დაუსაბუთებელია და მას საზოგადოებისთვის ზიანის მოტანა შეუძლია" - ამის შესახებ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
Nvidia-ს ხელმძღვანელი მეცნიერ ჯეფრი ჰინტონის იმ შეფასებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხელოვნური ინტელექტის მიერ კაცობრიობის განადგურების ალბათობა 10%-იდან 20%-მდე შეადგენს. ჰუანგის თქმით, მსგავსი პროგნოზები კვლევებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ემყარება, ხოლო მეცნიერის სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანის თითოეული განცხადება მეცნიერული სიზუსტით ხასიათდება.
ჰუანგის განმარტებით, განგაშის შემქმნელები ისტორიულად არასწორები არიან, ხოლო მსგავსი რიტორიკა ახალგაზრდებში შიშს თესავს და მათ უმაღლესი განათლების მიღებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს, რადგან მათ სამუშაო ადგილების დაკარგვის და AI-არმაგედონის ეშინიათ.
როგორც ჩანს, ტექნოლოგიური სექტორის ლიდერი მიიჩნევს, რომ AI ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს, ამიტომ მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის პროდუქტიულ შესაძლებლობებზე უნდა კონცენტრირდნენ.
























