მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 მაისიდან Schweppes-ს მინის ქილებშიც ჩამოვასხამთ - თემურ ჭყონია

645917cda6c2e
ანუკა ჯოხაძე
09.05.23 10:28
1368
20 მაისიდან "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" სასმელ "შვეფსს" მინის ბოთლებით გამოუშვებს. სიახლე BMG-სთან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ დააანონსა. როგორც ის ამბობს, "შვეფსი" მინის ბოთლებში რეგიონის ქვეყნებში არსად იყიდება, შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველო პირველი იქნება.

ჭყონიამ ნატახტარში მდებარე "კოკა-კოლას" ქარხნის მოდერნიზების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხანას დაემატა ახალი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ქარხნის წარმადობა 40-50%-ით გაიზარდა.

“ახალი ტექნოლოგიური ხაზი გავუშვით ექსპლუატაციაში, ეს არის მაღალმწარმოებლური ხაზი. საათში 32 000 ბოთლს ასხამს. ეს ძალიან სერიოზული სიჩქარეებია და მთლიან წარმადობას დაახლოებით 40-60%-ით ზრდის.

ამ თვის 20 რიცხვიდან პირველად მინაში ჩამოისხმება "შვეფსის" სხვადასხვა ასორტიმენტი. იქნება ჯინჯერის გემოთი, მოჰიტოს არომატით, ჩვეულებრივი "შვეფსი" ტონიკით. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება ბაზარზე", - აცხადებს თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები