მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
19.10.26 20:00
• 20

20 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:

  • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)
  • მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2026 წლის სექტემბერი)
  • მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)
  • ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)
  • იმპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)
  • ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)
  • ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)
  • მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2026 წლის სექტემბერი)

14:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, ზაზა ლომინაძის, ალუდა ღუდუშაურის, სავალან მირზოევის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ფაღავას, სუმბატ კიურეღიანის, ზურაბ ქადაგიძის, ანტონ ობოლაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძისა და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (330/3-XIმპ, 27.05.2026) (II მოსმენა); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი.

15:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის 2025 წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე (1-5362/26; 03.06.2026);
მომხსენებელი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - დავით ნარმანია;

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხი:

2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2025 წლის ანგარიში (1-3087/26; 03.04.2026) (კომიტეტი წამყვანია);
მომხსენებელი: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი - ნინო გულეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები