მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს - TI

20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს, რომელთა ცნობით, რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ პერიოდულად შეწყვიტა გამარტივებული შესყიდვების შესახებ კონტრაქტების გამოქვეყნება, ნაწილს კი არასდროს გამოუქვეყნებია, ასეთია მაგ. მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური.

ამასთან თიაიმ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზეც განაახლა მონაცემები, სადაც ბოლო განახლებით 173 საქმეა შესული. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სიაში კორუფციის ის სავარაუდო შემთხვევებია შესული, რომლებშიც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის პირები.

სტუმარი: სანდრო ქევხიშვილი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები