მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 სექტემბრიდან „ფაგიო“ აფთიაქებში ბრუნდება - „ბიოქიმფარმმა“ GMP სერტიფიკატი მიიღო

ბიოქიმფარმი

ფაგების მწარმოებელი ადგილობრივმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“, რომელიც თბილისში 1934 წლიდან ფუნქციონირებს, GMP სერტიფიკატი მიიღო და წარმოება განაახლა. 20 სექტემბრიდან კი "ფაგიოს" შეძენა მომხმარებელს სააფთიაქო ქსელში შეეძლებათ. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა განუცხადა.

„ბიოქიმფარმის“ განახლების პროცესის შესახებ BMG-ის არხებით არაერთხელ გაუშუქებია, დღეს კი საკითხით დაინტერესება კომპანიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია:

„20 სექტემბრიდან: ფაგიო® აფთიაქებში ბრუნდება!

მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, უამრავი დადებითი შეტყობინებისა და მოთმინებისთვის.

18 თვიანი დაუღალავი შრომისა და ფაგების ისტორიული საწარმოს, ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული, ევროკავშირის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) მიხედვით განახლების შემდეგ, ფაგიო® სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომი იქნება:

ევროპული სტანდარტით;

ახალი, კიდევ უფრო მოსახერხებელი შეფუთვით;

ფაგიო®-ს ფლაკონის შეძენა შეგიძლიათ ფარმადეპოს, GPC-ს, PSP-ს, ავერსისა და სხვა აფთიაქებში.

ფაგიო® გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ყელ-ყურ-ცხვირის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის, ასევე უროგენიტალური ინფექციების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.

გამოდის მხოლოდ ფაგიო®-ს დასახელებით“, - ნათქვამია „ბიოქიმფარმის“ პოსტში.

კომპანიის გენერალური მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი ამბობს, რომ BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მოდერნიზებული საწარმოს წლიური სიმძლავრე 30 მლნ ფლაკონის წარმოებაა. მოდერნიზების ფარგლებში საწარმოს სრულად ევროპული და საერთაშორისო ფარმაცევტული დანარდგარების მომწოდებელი კომპანიების საწარმოო დანადგარებით აღიჭურვა.

„ბიოქიმფარმმა“ თავისი ისტორიული საწარმოს მოდერნიზება დაასრულა. გაიარა GMP-სერტიფიცირება, რაც გულისხმობს კარგი საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფას და დღეს ადგილობრივი მარეგულირებლისგან - წამლის სააგენტოსგან GMP-სერტიფიკატი მივიღეთ. 20 სექტემბრიდან ჩვენი უნიკალური, ევროპული სტანდარტით წარმოებული  ფაგები ადგილობრივ ბაზარზე  დაბრუნდება.

საწარმოს მოდერნიზებისთვის 17.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. პროცესი 2021-2023 წლის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჩვენი საწარმო ერთ დროს პირველი ფაგების საწარმო იყო. 1934 წელს ამოქმედდა ეს შენობა, რომელშიც დღევანდელი წარმოებაა განთავსებული და დღეისთვის ის პირველი GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული ფაგების საწარმოა, რომელიც სტანდარტის ქვეშ დაიწყებს ფუნქციონირებას. ამავე დროს საწარმოში ამიერკავკასიაში პირველი სტერილური წამლის თხიერი ფორმები იწარმოება, რაც გვეამაყება“, - აღნიშნა რატი ღოლიჯაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები